გრიგოლ ვაშაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 18.07.2019
ნანახია: 932

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით იკითხება.

გრიგოლ ვაშაძე სამართალდამცველების კითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს.

მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა თავად ვაშაძემ მოისურვა, მას შემდეგ რაც პროკურატურამ ის მოწმის სტატუსით დაიბარა.

გრიგოლ ვაშაძე მისი და კოლეგების დაბარებების სერიას პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებს და არ გამორიცხავს მის დაკავებასაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე