NDI: გამოკითხულთა 50% პოლიტიკაზე სატელეფონო საუბრისას თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 21.12.2015
ნანახია: 1841

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე - გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც თქვენს მეგობარს სატელეფონო საუბრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ მოსაზრებას უზიარებთ - გამოკითხულთა 50% პასუხობს, რომ არ გრძნობს. კითხვაზე დადებითად პასუხობს გამოკითხულთა 38%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე