დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან ადამიანის ზომის მედუზა აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 16.07.2019
ნანახია: 1440

ინტერნეტ-არხის Lizzie Daly Wildlife TV-ის ტელეწამყვანმა ლიზი დეილიმ დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან ფოტოკამერებზე გიგანტური მედუზა დააფიქსირა. იუწყება  The Washington Post-ი.

გამოცემის ცნობით, დეილი დაივინგით იყო დაკავებული და მოულოდნელად ზღვის ბინადარი შენიშნა, რომელიც მისი სიგრძის იყო.

როგორც ბილოგები აღნიშნავენ, ამ მედუზის ზომა ძირითადად არ აღემატება 40 სანტიმეტრს, თუმცა მან შესაძლოა, მეტრანახევარს მიაღწიოს, წონაში კი 35 კგ-ს.

ეს ცხოველი ჩვეულებრივ,  ბინადრობს ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ასევ შავი, აზოვის, ხმელეთაშუა და ადრიატიკის ზღვებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე