ასპინძაში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:20 | 16.07.2019
ნანახია: 789

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა ასპინძაში ერთი პირი დააკავეს.

ბრალდებულმა, 1971 წელს დაბადებულმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1966 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე