საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 19:33 | 15.07.2019
ნანახია: 1273

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გაიმართება.

მასპინძელი ქვეყანის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა.

აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა.

მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინლობის შესახებ.

ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნი თორნიკე შენგელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე