ვარდების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 21.12.2015
ნანახია: 1775

ვარდების რევოლუციის მოედანზე დღეს დილიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალა.

ამ ტერიტორიაზე საახალწლო ქალაქი მოეწყობა, რომლის სამუშაოები დილიდან დაიწყო. აქ ე. წ. ფინური სახლები განთავსდება, ყინულის მოედანი და სცენა მოეწყობა, სადაც ყოველ საღამოს სხვადასხვა ბენდი დაუკრავს. პარალელურად, გაიყიდება საახალწლო სუვენირები და ტკბილეული.

ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე