მიხეილ გიორგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 25.09.2015
ნანახია: 2109

25 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონის შეხვდა.

 შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხი, რომლის მონიტორინგსაც ქართული მხარე ვერ ახორციელებს.

 მხარეებმა ასევე, ისაუბრეს კულტურის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესის შესახებ და იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

 

შეხვედრას დაესწრო ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე კორკელია და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე