მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 12.07.2019
ნანახია: 1248

13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

♦ "გოდერძი" - რეჟისორი პეტრე თომაძე
♦ "მეთევზე და გოგონა" - რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი
♦ "ჩაი" - რეჟისორი პეტრე თომაძე
♦ "ბებო" - რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
♦ "ჯიბის კაცი" - რეჟისორი ანა ჩუბინიძე
♦ "ჰორიზონტი" - რეჟისორი დათო კიკნაველიძე
♦ "ლილე" - რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი

მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს.

ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე