ტოკიოში ტოჩინოშინის ქანდაკება დადგეს

საქართველო, თბილისი - 17:44 | 03.07.2019
ნანახია: 1515

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ქართველი სუმოისტის ტოჩინოშინის, (ლევან გორგაძის) ქანდაკება დადგეს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„სასიხარულო და საამაყო ამბავი - ტოკიოში ტოჩინოშინის ქანდაკება გამოჩნდა.

ტოჩინოშინის ფიგურა სკამზე ზის და ხელში რაგბის ბურთი უჭირავს. იაპონია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძელია და ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციაზე აქტიურად ზრუნავენ.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ქართველ გოლიათსა და „ბორჯღალოსნებს“! - ნათქვამია ინფორმაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე