მონიკა ბელუჩი ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცს დაშორდა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 03.07.2019
ნანახია: 2057

54 წლის მსახიობი მონიკა ბელუჩი თავის 36 წლის მეგობარ მამაკაცს ნიკოლას ლეფევრს დაშორდა. იუწყება Galpost-ი.

 „ამიერიდან ჩვენი ურთიერთობა ახალი გზით განვითარდება - ვიმეგობრებთ მთელი ცხოვრება.

აღნიშნულია, რომ ეს წყვილის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

განშორების დეტალებზე მონიკა ბელუჩის არ უსაუბრია.

მათი რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა. თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ბელუჩი და ლეფევრი ერთმანეთს გაცილებით ადრე ხვდებოდნენ, თუმცა ურთიერთობის დამალვას დიდხანს ახერხებდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე