ირანი ცეცხლს ეთამაშება - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 12:35 | 02.07.2019
ნანახია: 790

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. როდესაც ცნობილი გახდა, რომ მან 300 კგ-ით გადააჭარბა დაბალგამდიდრებული ურანის ლიმიტს, რომელიც დადგენილი იყო ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შემუშავებული ერთობლივი კომპლექსური მოქმედებების გეგემის მიერ. ტრამპმა ირანის შესახებ ამერიკულ მედიასთან ისაუბრა.

თეთრი სახლის ლიდერს სთხოვეს თეირანის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება. „მათ იციან, რას აკეთებენ, იციან რას ეთამაშებიან და ეთამაშებიან ცეცხლს“, - აღნიშნა ტრამპმა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ირანული მხარისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

როგორც ცნობილია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ  ირანმა დაბალგამდიდრებული ურანის ლიმიტს 300 კგ-ით გადააჭარბა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე