ინდოეთში კედლის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 02.07.2019
ნანახია: 835

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კედლის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ნანაგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ დარჩენილი. პოლიცია მომხდარს იძიებს.

ნგრევა ინდოეთში ხანგრძლივმა მუსონურმა წვიმებმა გამოწვია. ძლიერი წვიმა მახარაშტარის შტატში ორი დღის წინ დაიწყო და ამ წუთებამდე გრძელდება. მუმბაიში სახელმწიფო დაწესებულებები დაკეტილია.

უამინდობის გამო შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე