ყარაჯალაში 37 წლის მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:25 | 27.06.2019
ნანახია: 902

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 37 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

ადგილობრივების თქმით, მოკლული მამაკაცი ყაზახეთში ცხოვრობდა და ის სოფელში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე