მესტიაში გოგონას თოფი გაუვარდა და შემთხვევით მამა იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 26.06.2019
ნანახია: 1047

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემის სოფელ იდლიანში უბედური შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 15 წლის გოგონას გაუვარდა სანადირო თოფი,  ტყვია  გოგონას მამას მოხვდა, რომელიც გარდაიცვალა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე