მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:11 | 26.06.2019
ნანახია: 962

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, "112"-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ნ. რ. მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია "iplus"-ში შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს - თ. კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე