"სად უნდა წავიდეთ" - Bloomberg საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 16:32 | 25.06.2019 ნანახია: 976
გავლენიანი მედიასაშუალება Bloomberg ვრცელ სტატიაში მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აღწერს. სტატიაში წარმოდგენილია ტურისტული ადგილების, ქართული კერძების და ღვინის ამსახველი ფოტოგალერეა.
საქართველოს შესახებ სტატია Bloomberg-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა.
"საქართველო უძველესი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთს აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, დღეს საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს.
სამხრეთ კავკასიონის კალთებზე ტურისტებს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეუძლიათ ლაშქრობა. მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ თვალწარმტაც ქუთაისს, უმშვენიერეს თბილისს, რომელიც გამორჩეულია ღამის ცხოვრებით და მდიდარი კულტურით. თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს ვარძია, ეს არის ქალაქი გამოქვაბულში.
გერგეთი სამება, მყინვარწვერთან მდებარე ტაძარი. ეს არის ადგილი, რომელიც ქვეყნის მდიდარი ლანდშაფტის დინამიურ სილუეტს ქმნის."
სტატიის ავტორი მკითხველს ხაჭაპურის და ხინკლის დაგემოვნებას ურჩევს. სტატიაში საუბარი ქართველების ხასიათზეც არის.
"საქართველოს უდიდეს მრავალფეროვნებას ქმნის კულტურული საზოგადოება. ეს არის მხიარული, მეგობრული, ამაყი, მაგრამ უბრალო ხალხი. საქართველო არის როგორც ტრადიციული ასევე მოდის მიმდევარი. თბილისი გამორჩეულია ფერადი სახლებით, გუმბათოვანი გოგირდის აბანოებით, ნეო-მავრიტანული სტილის ოპერის სახლით, თანამედროვე მშვიდობის ხიდით."
სტატიაში აღწერილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქი:
"ბათუმი ეს არის საზღვაო ქალაქი კაფე-ბარებით, ძველი ელეგანტური შენობებით, აქ არის ევროპის მოედანი, თანამედროვე ანბანის კოშკი, ალი და ნინოს ძეგლი.
მცხეთა UNESCO-სმსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილად არის გამოცხადებული. ერთდროს აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს დედაქალაქი გარშემორტყმულია ციხე-სიმაგრეებითა და მონასტრებით".
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მის 8 ათასწლოვან ისტორიას და დამზადების წესებს.
"საქართველოში ვაზის 500-ზე მეტი სახეობაა. კლიმატური პირობებით, მთებით, ბუნებრივი წყლებით და მინერალებით მდიდარი მდინარეებით გარშემორტყმული ვენახები ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ რეპუტაციას ანიჭებენ.
ქვევრი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, როგორც ღვინის დამზადების უწყვეტი ტრადიცია." წერს Bloomberg-ის ჟურნალისტი ჯოანა ფეიტონი.
საქართველოს შესახებ Bloomberg-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური კამპანია დაიწყო.
სარეკლამო კამპანია Bloomberg-ის მრავალმილიონიან აუდიტორიას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
ტელეკომპანია Bloomberg-ს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















