გორი-ტყვიავის გზაზე ავტოავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 14.06.2019
ნანახია: 1051

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ტყვიავის გზაზე. სოფელ ძევერასთან, ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულია რვა მგზავრი. მათ შორის არის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი.

დაშავებულების ნაწილი გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, სამის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე