თბილისის მერიამ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 47 ოჯახს ხელშეკრულება უკვე გაუფორმა

საქართველო, თბილისი - 16:32 | 17.12.2015
ნანახია: 1746

13-14 ივნისის სტიქიის დროს  დაზარალებულმა კიდევ ერთმა ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

წყნეთის ხევის 71ა-ში მცხოვრები ქეთევან მთიულიშვილი ქონების საფასურის ანაზღაურებას სულადობის  მიხედვით დათანხმდა.  

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 47 ოჯახს სულ ჯამში  13 275 823 ლარი ჩაერიცხათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე