საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 12.06.2019
ნანახია: 1659

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა.

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე