საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 09:15 | 11.06.2019
ნანახია: 1427

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩი კოპენჰაგენში გაიმართა, რომელიც დანიელი ფეხბურთელების სასარგებლოდ 5:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლი ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა, თამაშის 25-ე წუთზე.

ამ ეტაპზე, საქართველოს ჯგუფში მხოლოდ 3 ქულა აქვს და იგი მხოლოდ გიბრალტარს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე