ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

საქართველო, თბილისი - 15:09 | 10.06.2019
ნანახია: 1210

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფილმი "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე". იგი საქართველოს, შვედეთის და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგება.

ფილმების კვირეული THE BELT AND ROAD ფესტივალის ფარგლებში არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლებს. მათ შორის იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი "ჰორიზონტი". ფილმის მსოფლიო პრემიერა შარშან ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალების წარმომადგენლებისთვის და დისტრიბუტორებითვის კიდევ ერთი ქართული ფილმის ჩვენება შედგება. რეალური ამბავი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებზე დიტო ცინცაძის ფილმში "შინდისი" შანხაიში გაცოცხლდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე