ნიდერლანდებში უდიდესი ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 17:18 | 07.06.2019
ნანახია: 859

ნიდერლანდების კრიმინალურ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნარკოლაბორატორია უამინდობის წყალობით აღმოაჩინეს.

ძლიერმა წვიმებმა და ქარიშხალმა აუდ-ვოსემერის დასახლებულ პუნქტში ღამით ხე წააქცია. დილით ადგილობრივებმა გზის გაწმენდა სცადეს, თუმცა უცნაური სუნი იგრძნეს, მათ სანგარს მიაგნეს, სადაც კოკაინის  ლაბორატორია აღმოჩნდა. მოსახლეობამ უცნაური აღმოჩენის შემდეგ პოლიცია გამოიძახა.

ლაბორატორიის ჩხრეკისას არავინ დაუკავებიათ, რადგან ლაბორატორიაში მომუშავე ნარკოდილერები პოლიციის მისვლამდე გაუჩინარდნენ. ნარკოტიკების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ობიექტის დემონტაჟის სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე