შვედეთში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:54 | 07.06.2019
ნანახია: 863

შვედეთის ქალაქ ლინჩიოპინგში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგდ 25 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის განცხადებით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

აფეთქება ადგილობრივი დროით 9.00 საათზე მოხდა. მომხდარის მიზეზები დგინდება. ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე