165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა

საქართველო, თბილისი - 14:50 | 17.12.2015
ნანახია: 1606

თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

დღეს, პროფესიული კავშირების შენობაში 165 სამოთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინის კენჭისყრა 16 დეკემბერს გაიმართა, ოთხოთახიანი ბინები კი 18 დეკემბერს განაწილდება.

დღესვე, ოთხოთახიანი და სამოთახიანი ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა ორი 12-სულიანი დევნილი ოჯახისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე