საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას – პროკურორი
საქართველო, თბილისი - 15:55 | 06.06.2019 ნანახია: 1230
საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განაცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპოვებულია ძირითადად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში 2018 წელს. ხოლო ბრალის წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
„საქმეში არის შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებები, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომელსაც ბრალდებულ მ.კ.-ს შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ, ასევე ექპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. ეს მტკიცებულებები, მათი უმრავლესობა, რომელიც საფუძვლად დაედო ბრალდების დადგენილებას მოპოვებული იქნა გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2018 წელს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად, შესაბამისად ის კვალიფიკაცია რომ დანაშაული ჩადენილ იქნა ჯგუფურად სწორედ ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა რომ მ.კ. ს წარედგინა ბრალი. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მ.კ.ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. მეტი დაკონკრეტება არ შემიძლია“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.
მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.
მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















