უკრაინაში მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:56 | 06.06.2019
ნანახია: 886

უკრაინის რადასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც შენობის წინ ხუთმეტრიანი აბი მიიტანეს და სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ხუთმეტრიანი ტაბლეტი 2 მლნ პაციენტის სიმბოლოა, რომელსაც შესაძლოა, სამედიცინო კანაბისი ავადმყოფობის დაძლევაში დაეხმაროს.

 „მედიცინაში ეს კარგი ბუნებრივი საშუალებაა ტკივილის გასაჩერებლად, მაგალითად კიბოთი დაავადებულებისთვის. ადამიანებს, რომლებსაც ეპილეფსია აწუხებთ, შესაძლოა, მისი დახმარებით ტანჯვა შეუმსუბუქდეთ“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის გამოყენების ინიციატივით გამოვიდა ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ულიანა სუპრუნი. მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანას უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია და ბევრ ქვეყანაშია ნებადართული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე