გერმანიაში ყოფილ ექთანს 97 პაციენტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 06.06.2019
ნანახია: 822

გერმანიაში ოლდენბურგის ფედერალური ოლქის სასამართლომ ყოფილ ექთანს ნილს ჰოგელს პაციენტების მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

2000-2005 წლებში ჰოგელი ოლდენბურგისა და დელმენჰორსტის კლინიკებში მუშაობდა, მას პაციენტების ორგანიზმში წამლების სასიკვდილო დოზა შეჰყავდა. 2105 წელს ის ორი პაციენტის მკვლელობისთვის გაასამართლეს.

პროკურატურამ მეორე პროცესის მსვლელობისას ჰოგელი 97 ადამიანი მკვლელობაში დაადანაშაულა. ადვოკატები 55 მკვლელობის შესახებ საუბრობდენენ. ორივე მხარე ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე