ექიმი 25 პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 06.06.2019
ნანახია: 763

ოჰაიოს შტატში ექიმი 25 პაციენტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იუწყება Fox News-ი.

ტელეარხის ინფორმაციით, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ 43 წლის უილიამ ჰიუზელი, რომელიც ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა, შეგნებულად უნიშნავდა პაციენტებს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის სასიკვდილო დოზას, მათი სიკვდილის დაჩქარების მიზნით. პაციენტების ასაკი 37-85 წელს შეადგენდა.

გამოძიების ინფორმაციით, ჰიუზელი პაციენტებს უნიშნავდა დოზას, რომელიც ნორმას 10, 20 და 40-ჯერ აღემატებოდა. ოფიციალური პირების თქმით, მისი მოტივები უცნობია. ჰიუზელის ადვოკატი თავის მხრივ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცდილობდა პაციენტების ტკივილის შემსუბუქებას და არა მათ მკვლელობას.

ექიმი 6-თვიანი გამოძიების შემდეგ დააკვეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე