ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო" ნომინირებულია საერთაშორისო ფესტივალზე Oenovideo
საქართველო, თბილისი - 10:32 | 06.06.2019 ნანახია: 1564
ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო" ნომინირებულია მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კონკურსზე „Oenovideo".
„Oenovideo", ყოველწლიურად, საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის „ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმში" იმართება. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე, მონაწილეობდა 144 ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ნომინანტების სიაში კი მათგან მხოლოდ 37 მოხვდა, მათ შორის, „საქართველო ღვინის სამშობლო".
რიგით 26-ე ფესტივალი „Oenovideo" წელს 13-16 ივნისს გაიმართება. ფესტივალის კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+"-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინო-რეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის" პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class" - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.
ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო" ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე. ასევე, ფილმი ასახავს 2017 წელს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, „Cité du Vin", გამართულ ექსპოზიციას „საქართველო - მეღვინეობის აკვანი", სადაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით გახდა აღიარებული მეღვინეობის სამშობლოდ.
2017 წლის 13 ნოემბერს აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან". მასში საუბარია მეღვინეობის უძველეს კვალზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი და საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ სტატიას საფუძვლად დაედო ქართველი და უცხოელი მეცნიერების 4-წლიანი სამეცნიერო მუშაობა. ასოციაციის „ქართული ღვინო" ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, აღნიშნულ სამეცნიერო პროექტს 2014 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს. საერთაშორისო მულტიდისციპლინურ პროექტში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ჩართულები არიან პენსილვანიის, მონპელიეს, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტების, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INRA) თანამშრომლები.
სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის" მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს"- ის ბაზაზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















