ბუდაპეშტში კატერის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 05.06.2019
ნანახია: 827

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში სასეირნო კატერის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“  უნგრეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მე-12 ცხედარი გუშინ გვიან საღამოს იპოვეს.

საძიებო სამუშაოები გრძელდება.

სააგენტოს ცნობით, გადარჩენილია 7 ადამიანი, კიდევ 16 ამ მომენტისთვის კვალვ დაკარგულად არის მიჩნეული.

სასეირნო კატერი, რომლის ბორტზეც 33 სამხრეთ კორეელი ტურისტი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, 29 მაისს დუნაიში, პარალმენტის შენობის სიახლოვეს ჩაიძირა. მას მეორე გემი შეეჯახა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე