4 ადამიანი ემსხვერპლა სროლას ავსტრალიაში

საქართველო, თბილისი - 16:54 | 04.06.2019
ნანახია: 769

ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ავსტრალიის ქალაქ დარვინში მომხდარი სროლის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსროლელმა გარეუბან სტიუარტ პარკში გადაინაცვალა, სადაც ასევე ცეცხლი გახსნა. შემდეგ კი სროლა ვულნერში გააგრძელა.

სამართალდამცველების ცნობით, მსროლელი უკვე დაკავებულია.

პოლიცია მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებს. დანაშაულის მოტივები უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე