უორენ ბაფეტთან სადილობა ბიზნესმენმა ჯასტინ სანმა 4,57 მლნ დოლარად შეიძინა

საქართველო, თბილისი - 16:03 | 04.06.2019
ნანახია: 817

კომპანია BitTorrent-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და კრიპტოვალუტა TRON-ის დამფუძნებელმა ჯასტინ სანმა ცნობილ ინვესტორთან, მილიარდერ უორენ ბაფეტთან სადილობა უქციონზე რეკორდულ ფასად - 4,75 მლნ დოლარად შეიძინა.

 „ასვე ვეპატიჟები ბლოკჩეინ-ინდუსტრიის ლიდერებს ინვესტიციების ტიტანთან შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება“, - დაწერა სანმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.

საინვესტიციო ფონდ Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი უორენ ბაფეტი 2000 წლიდან ყოველწლიურად მართავს საქველმოქმედო აუქციონს, სადაც მასთან სადილობა თამაშდება.

ცნობილია, რომ ბაფეტი კრიპტოვალუტის სასტიკი წინააღმდეგია და ის მკაცრად არაერთგზის გაუკრიტიკებია.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე