დონალდ ტრამპმა ბუკინგემის სასახლეში პროტოკოლი დაარღვია

საქართველო, თბილისი - 10:45 | 04.06.2019
ნანახია: 860

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბუკინგემის სასახლეში მის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე პროტოკოლი დაარღვია. ის მსუბუქად შეეხო დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის ზურგს.

აღნიშნულია, რომ ეს ჟესტი აშკარად ინსტიქტური იყო.

ტრამპმა სადღეგრძელოს დროს  მადლობა გადაიხადა თბილი მიღებისა და შესანიშნავი ამინდისთვის, რამაც ელისაბედ მეორის ღიმილი გამოიწვია.  

აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში 3 ივნისს ჩავიდა. ტრამპის ვიზიტი 5 ივნისამდე გაგრძელდება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის მე-12 პრეზიდენტია, რომელსაც დედოფალი ელისაბედ მეორე მისი მოღვაწეობის 67-წლიან პერიოდში შეხვდება. პირველად ის 1951 წელს აშშ-ის პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს შეხვდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე