თინათინ ხიდაშელი ალბანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:05 | 17.12.2015 ნანახია: 1823
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც ვიცე-პრემიერმა, ნიკო ფელეშმა განაცხადა, დადგა დრო, მხარეებმა მეტ თანამშრომლობასა და საერთო პრობლემებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებაზე იზრუნონ.
„ჩვენ საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი გვაქვს - საქართველო და ალბანეთი „ევროპული ოჯახის“ წევრები უნდა გახდნენ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ყველა სავარაუდო სფერო განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პრემიერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ალბანეთის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა. აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს 13 მიმართულებით აძლიერებს, ალბანეთი საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულების ექსპერტიზით ეხმარება.
ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მონაწილეობასა და როლს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ალბანეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰალილ ჰისენისაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა გზა და საშუალება უნდა მოისინჯოს, რადგან ეს იქნება ხიდი ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ეს ხიდები კი საერთო პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივი წარმატებისა და გამარჯვებების რეალურ შანსს მოგვცემს.
პოლიტიკა
- იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს
- რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს
- დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება, ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა, ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუბრუნდება - „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სამუშაოები უკვე დაწყებულია
- გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერია
- ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრადიციულად უმასპინძლა
- განათლება ძალადობის წინააღმდეგ - „მირაბალდები“ Tegeta.care-ზე
სამართალი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ბელარუსის მოქალაქე
- შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა
- მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და 6 თვე განესაზღვრა
- ანატოლი გიგაური მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მსოფლიო
- რუსეთის ძალებმა ხარკოვზე მასირებული იერიში მიიტანეს, დაშავდა 8 ადამიანი
- სენატმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეთიუ უიტაკერის კანდიდატურა დაამტკიცა
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნება - Reuters
- ილონ მასკის კომპანია X, თურქი ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სტუდენტების 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვაზე უარს ამბობს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს