ციურიხში მამაკაცმა მძევლად აყვანილი 2 ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 31.05.2019
ნანახია: 1036

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 60 წლის მამაკაცმა ორი ქალი მძევლად აიყვანა. პოლიციასთან სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეკ კი ორივე დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

მამაკაცს ქალები ერთ-ერთ შენობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. სამართალდამცველებთან სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ 10 წუთის შემდეგ მათთან გავიდოდა, მაგრამ მალე შენობიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

პოლიციელები შენობაში შევიდნნ, სადაც ორი ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები დახვდათ.  ერთ-ერთი ქალი 38 წლის იყო, მეორე კი 34-ის.

პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, დანაშაულის მოტივები უცნობია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე