გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იაოჰიმ ლიოვი საავდმყოფოში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 31.05.2019
ნანახია: 1413

გერმანიის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი საავადმყოფოში მოხვდა, ის გუნდის ვარჯიშის დროს დაშავდა. მიღებული ტრავმის გამო ლიოვი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის უახლოეს შესარჩევ მატჩებს გამოტოვებს. როგორც გაირკვა, ლიოვს არტერია დაუზიანდა.

ექიმებმა ლიოვს რამდენიმე კვირით დასვენება ურჩიეს. გერმანიის ნაკრებს ბელარუსთან და ესტონეთთან მატჩებში ლიოვის თანაშემწე მარკუს სორგი უხელმძღვანელებს. თავად ტრენერმა განაცხადა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. მკურნალობის მიუხედავად, ის თავის ასისტენტებთან მუდმივ კავშირში იქნება.

ბელარუსთან გერმანია შეხვედარს 8 ივნისს გამართავს, ესტონეთთან კი 11 ივნისს.

ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006 წლიდან წვრთნის. მისი გუნდი 2104 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე