პირველად, ავსტრიის ისტორიაში კანცლერი ქალი გახდა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 31.05.2019
ნანახია: 876

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ქვეყნის დროებით კანცლერად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ბრიგიტე ბირლიანი დანიშნა. ის მთავრობას სექტმებერში დანიშნულ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

ბირლიანი ავსტრიის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც კანცლერი გახდა.
28 მაისს ალექსანდრ ვან დერ ბელენმა კანცლერი სებასტიან კურცი და მთავბრობის წევრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ამ გადაწყვეტილების საბაბი პოლიტიკური კრიზისი გახდა, რომელიც ყოფილი ვიცე-კანცლერის ხაინც-კრისტიან შტრახეს მონაწილეობით ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ გჩნდა.

ვიდეოჩანაწერში შტრახე საუბრობს რუსეთის ოლიგარქის ძმისშვლთან ალიონა მაკაროვასთან, რომელიც შტრახეს 2016 წელს საარჩევნო კამპანიაში რუსული კომპანიების მიერ დაფინანსებას სთავაზობდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე