ჰილარი კლინტონი ფილმებს გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 10:56 | 31.05.2019
ნანახია: 1049

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ქალიშვილთან, ჩელსისთან ერთად ფილმების საპროდიუსერო კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტა. იუწყება Bloomberg-ი.

სააგენტოს ცნობით, ამგვარად, კლინტონი ცდილობს გავლენა მოახდინოს აშშ-ს კულტურასა და საზოგადოებაზე, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ.

კლინტონმა უკვე გააფორმა კონტრაქტი ტელესერიალ  The Woman's Hour-თან. კლინტონის თანაპროდიუსერი რეჟისორი სტივენ სპილბერგი იქნება.

მარტში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა და მომავალში წიგნების წერით დაკავდებოდა და ბებიის როლს მოირგებდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე