ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 09:05 | 31.05.2019
ნანახია: 1123

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. 

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე