უკრაინის რადამ პრემიერ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 30.05.2019
ნანახია: 890

უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანის გადადგომას მხარი არ დაუჭირა.

ინიციატივას მხოლოდ 97 დეპუტატი მიემხრო. გროისმანმა დეპუტატებს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

კანონის თნახმად, პრემიერთან ერთად მინისტრთაკაბინეტის სრული შემადგენლობაც უნდა გადადგეს. ამასთან, მთავრობა თავისი მოვალეობის შესრულებას ახალი კაბინეტის წევრების მუშაობის დაწყებმადე განაგრძობს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, უმაღლესი რადას დათხოვნის შესახებ.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე