უცნობმა მამაკაცმა თეთრი სახლის წინ თავის დაწვა სცადა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 30.05.2019
ნანახია: 1052

უცნობმა მამაკაცმა თეთრი სახლთან, ელიფსის პარკში თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ აშშ-ს საიდუმლო სამსახური მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს.

ინციდენტი გუშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის ერთ-ერთ შენობაში იმყოფებოდა.

ინციდენტის ადგილზე მისულმა პსეცსამსახურის წარმომადგენლებმა და პოლიციელებმა მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია თავის დაწვის მოტივები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე