პუტინი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას შეაჩერებს

საქართველო, თბილისი - 13:44 | 30.05.2019
ნანახია: 888

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ  სსრკ-სა და აშშ-ის შორის არსებული შეთანხმების შეჩერების თოაბაზე.

საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ლიდერებმა მიხაილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა შეთანხმებას ხელი 1987 წლის დეკემბერში მოაწერეს. გარიგება მხარეებს უკრძალავდა საშუალო და მცირე მანძილის  ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებს წარმოებას, გამოცდას და განთავსებას, ასევ მათზე გამშვები მოწყობილობების დაყენებას.

2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანა შეთანხმებას დატოვებდა და რუსეთი მისი პირობების დარვევაში დაადანაშაულა. დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთს მოსთხოვა 60 დღის განმავლობაში რაკეტა 9М729-ის განადგურება ან მოდიფიცირება, რომელიც ვაშინგტონის განცხადებით, თავისი მაჩვენებლებით გარიგების პირობებს არღვევდა.

რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

2019 წლის 1 თებერვალს აშშ-მა ექვსი თვის განმავლობაში შეთანხმებიდან  გასვლის შესახებ განაცხადა თუ რუსეთი მის პირობებს არ შეასრულებდა.

2 თებერვალს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გარიგებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ რაკეტების ახალი სახეობის შესაქმნელად სამეცნიერო-კველვით სამუშაოებს დაიწყებდა.  

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე