მილიარდერ უორენ ბაფეტთან სადილობის ფსონმა აუქციონის დასრულებამდე უკვე 3,5 მლნ დოლარს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 12:28 | 30.05.2019
ნანახია: 940

ამერიკელ მილიარდერთან უორენ ბაფეტთან სადილობის ფსონმა ახალი რეკორდი დაამყარა. ჯერ კიდევ საქველმოქმედო ყოველწლიური აუქციონის დასრულებამდე ბიზნესმენთან სადილი უკვე 3,5 მლნ დოლარი ღირს. იუწყება  Wall Street Journal-ი.

გამოცემის ცნობით, პირველადი ფსონის რაოდენობა 25 ათას დოლარს შეადგენდა. ამ მომენტისთვის აუქციონში, რომელიც ონლიან-გაყიდვების eBay-ს პლატფორმაზე მიმდინარეობს, ოთხი ადამიანი მონაწილეობს, აუქციონის საბოლოო შედეგები ცნობილი პარასკევს საღამოს გახდება.

მილიარდერთან სადილისთვის წინა რეკორდი 2016 წელს დამყარდა და 3,46 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს აუქციონის გამარჯვებულმა, რომელმაც უცნობად დარჩენა ისურვა, სასურველი სადილი 3,3 მლნ დოლარად მიიღო.

ყოველწიური აუქციონი, სადაც  მილიარდერ უორენ ბაფეტთან სადილობის შესაძლებლობა თამაშდება, 2000 წლიდან ტარდება. მიღებული შემოსავალი იგზავნება საქველმოქმედო ორგანიზაცია Glide Foundation-ში, რომელიც სან-ფრანცისკოში ღარიბებსა და უსახლკაროებს ეხმარება.

აუქციონის გამარჯვებულს სადილზე შეუძლია კიდევ შვიდი ადამიანი წაიყვანოს. გამარჯვებულთან სადილი ტრადიციულად, ნიუ-იორკში ცნობილ რესტორან Smith & Wollensky-ში შედგება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე