ბარსელონაში ერთ-ერთი შენობიდან საქართველოს 79 მოქალაქე გამოასახლეს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 30.05.2019
ნანახია: 880

ბარსელონაში სკოლის ყოფილი შენობიდან 119 ადამიანი გაასახლეს, მათ შორის 79 საქართველოს მოქალაქეა.

გავრცელებული ცნობით, ამავე შენობას თავს ქართველი კრიმინალები აფარებდნენ. ესპანური გამოცემა წერს, რომ მიტოვებულ შენობაში რამდენიმე ოჯახი ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

სამართალდამცველთა განაცხადებით, შენობაში მდებარეობდა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი. გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.

საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე