უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი Christie’s-ის აუქციონზე 7, 5 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 29.05.2019
ნანახია: 1391

ბეჭედი მომნუსხველი უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტის თვლით Bubble Gum Pink-ი,  ჰონგ კონგში, Christie’s-ის აუქციონზე 7, 5 მლნ დოლარად გაიყიდა. სამკაული ანონიმმა კოლექციონერმა შეიძინა.

ბრილიანტი 3,43 კარატს იწონის. მის ირგვლივ კი უფრო მცირე ზომის ძვირფასი თვლებია განლაგებული.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ვარდისფერია, მათ შორის, რაც კი ოდესმე  ჩემი 50-წლიანი კარიერის განმავლობაში მინახავს. ასეთი უზადო სისუფთავე იშვიათობას წარმოადგენს. მას ნაკლი არ გააჩნია“, - განაცხადა Christie’s-ის თანამშრომელმა ფრანსუა კიურიელმა.

აქუციონის ორგანიზატორები ბეჭდის გაყიდვას 6-8 მლნ დოლარად ვარაუდობდნენ.

აზიის საგაზაფხული აუქციონის შემოსავალმა სულ 44 მლნ დოლარი შეადგინა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე