ლატვიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 29.05.2019
ნანახია: 875

ლატვიის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტად იურისტი ეგილს ლევიტსი აირჩია.

ლატვიაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ამ თანამდებობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა - ლევიტსი, სახალხო დამცველი იურის იანსონი და დეპუტატი დიდზის შმიტსი. პარლამენტართა უმეტესობამ მხარი ლევიტსის კანდიდატურას დაუჭირა.

ლატვიის მოქმედმა პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა მეორე ვადით კენჭისყრაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ლევიტსი კრიტიკულად არის განწყობილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ და მოსკოვის წინააღმდეგე სანქციებს გამართლებულად მიიჩნევს. ის ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სკოლების დახურვის მომხრეა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე