საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად ლევან ვეფხვაძე აირჩიეს
საქართველო, თბილისი - 14:27 | 29.05.2019 ნანახია: 1479
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძის დანიშვნას ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
დღემდე ლევან ვეფხვაძე „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ლევან ვეფხვაძე 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; 2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2017 წლიდან დღემდე – საქართველოს ბიზნესასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 2016 -2018 წლებში იყო „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი და დირექტორთა საბჭოს წევრი; 2008 – 2012 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005 – 2007 წლებში – საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექცია ტელეკომპანიაში „იმედი“.
„საქართველოს ბიზნესასოციაცია წარმატებებს უსურვებს ლევან ვეფხვაძეს ახალ სარბიელზე და განაგრძობს ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად“, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ლევან ვეფხვაძე ირაკლი ალსანიშვილს ცვლის, რომელმაც ასოციაცია დაახლოებით ორი კვირის წინ დატოვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















