ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მარნეულის მუნიციპალიტეტი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 29.05.2019
ნანახია: 840

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში დაახლოებით ერთსაათიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაზარალდა. მათ უმეტესობას სრულად დაეტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი, ტექნიკა.

ადგილობრივების თქმით, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ღობეები, გაანადგურა ვენახები და სხვა კულტურები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე