არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წინაშე მოხსენებით წარსდგება
საქართველო, თბილისი - 11:00 | 17.12.2015 ნანახია: 1862
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე 17 დეკემბერს 12:00 საათზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე ანგარიშით წარსდგება. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 117-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხუთ ძირითად საკითხზე ისაუბრებს: რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ე.წ „ოცნების ქალაქის“ და იპოთეკარების სახით არსებობს რეგიონში.
არჩილ ხაბაძე რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც დასრულდა ან მიმდინარეობს. აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციები 42%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია სამუშაოს მაძიებელ დასაქმებულ პირთა რაოდენობა და ტურიზმის სტატისტიკა .
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარმოაჩენს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის , დაფინანსებული ბენეფიციარებისა და მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელების ძირითად საკითხებს. ისაუბრებს სხვადასხვა დროს სტიქიური და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებების შესახებ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საანგარიშო მოხსენების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. დეპუტატების შეკითხვებს არჩილ ხაბაძე პირადად უპასუხებს.
პოლიტიკა
- საქართველოში რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება
- კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან, ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს - სახალხო დამცველი
- თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟს და ექსტრემიზმს კანონი უნდა დაუპირისპირდეს - კობახიძე
- წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების შედეგად დაზიანებული ადამიანების სახელით სამართალწარმოებას ვიწყებთ - საია-ს თავმჯდომარე
საზოგადოება
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მსოფლიო
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
- უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს - ანდრიი სიბიჰა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















