ესპანეთში დასასვენებლად მყოფი ქართველი მცირეწლოვანი ბავშვი ზღვაში დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 09:57 | 29.05.2019
ნანახია: 853

რუსთავიდან ესპანეთში დასასვენებლად წასული ოჯახის მცირეწლოვანი წევრი ზღვაში დაიხრჩო. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.  მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვაში ბანაობდნენ - მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა - ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა. მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს.

ბავშვის რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთ საათს განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე